თურქეთში ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფი დააკავეს. 
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები უცხოეთიდან მოტყუებით ჩამოყვანილ ქალებს პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებდნენ. 
დაკავებულია 66 ადამიანი. დაკავებულთა შორის არიან ქართველი ქალებიც, თუმცა პოლიცია ჯერ-ჯერობით მათ ვინაობას და რაოდენობას არ ასახელებს. 
გავრცელებული ინფორმაციით, ქალები თურქეთში მოტყუებით, დასაქმების პირობით ჩაიყვანეს. 
სპეცოპერაცია იზმირში და ანტალიაში ჩატარდა, რისთვისაც სამართალდამცველებს ექვსთვიანი მუშაობა დასჭირდათ.