დღეს, 12 ივლისს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ისტორიკოსებთან ერთად ვაჩნაძიანისა და კალაურის ყველაწმინდაზე მიმდინარე სამუშაოს მოინახულებს.
ტყეში ჩამალული IX საუკუნის ვაჩნაძიანისა და კალაურის ყველაწმინდა ქვეყნის არქიტექტრული ძეგლებიდან გამორჩეულად მძიმე მდგომარეობაშია. მეთოდოლოგიურად რთულად სარესტავრაციო ძეგლზე სპეციალისიტები უკვე მეორე წელია მუშაობენ. პროექტის პირველ ეტაპზე ყველაზე რთულ მდგომარეობაში არსებული სამხრეთისა და დასავლეთ კედლის საძირკვლები გამაგრდა, აღდგა ძეგლის მეორე სართულის ფრონტონები და ჩანგრეული კამარები.
ამ ეტაპზე რესტავრატორები ძეგლის დანგრევის განმსაზღვრელ დამატებით ფაქტორებს - კონსტრუქციულ ბზარებს ებრძვიან, რომელთა რაოდენობა საგანგებო კვლევის შედეგად, იმაზე მეტი აღმოჩნდა ვიდრე შეუიარაღებელი თვალით შეფასებისას ჩანდა.
რესტავრაციის ბოლო ეტაპი გუმბათისა და ტაძრის მკლავების დაზიანებული კრამიტის გადახურვის შეცვლა იქნება და ვაჩნაძიანის ტაძარი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.