NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო ზუგდიდში იმყოფებოდა და ჟურნალისტებს ზუგდიდის ოლქში ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო.
ნავაროს თქმით, საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება დემოკრატიისა და მათი ოჯახების შესახებ ნეგატიურად შეიცვალა.
"ზუგდიდის ოლქის მონაცემებით, უმუშევართა პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ეროვნული მასშტაბით. თუმცა ზუგდიდის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ 2008 წლის იანვრის შემდეგ უკეთეს მდგომარეობაშია. ამას იმით ავხსნიდი, რომ ზუგდიდის მოსახლეობა ინფრასტრუქტურის განვითარებას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ანუ მათთვის მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ნავარომ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კვლევის შედეგები თბილისში გუშინ წარმოადგინა. კვლევა საქართველოს მასშტაბით 4 ივნისიდან 22 ივნისამდე ჩატარდა და პირისპირ ინტერვიუს პრინციპით 6 299 ადამიანი გამოიკითხა.