ხვალ, 12 ივლისს, აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში გამოცდას ფიზიკაში აბარებენ.
13 ივლისს გამოცდა ჩატარდება ისტორიაში, 17 ივლისს - მათემატიკაში, 18 ივლისს - ბიოლოგიაში, 19 ივლისს კი ქიმიაში.
სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგს რაც შეეხება, 12 ივლისს გამოცდა წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკური წერაში ჩატარდება, 13 ივლისს კი ლოგიკურ მსჯელობასა და რაოდენობრივ მსჯელობაში.
ამასთან, 2012 წლის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები 19 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.