„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი კასპის რაიონში მცხოვრებ დემეტრაშვილების ოჯახს ესტურმა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
დემეტრაშვილები ქართულ თაფლს აწარმოებენ, თუმცა ოჯახი ვერ ახდენს პროდუქტის რეალიზაციას. მეფუტკრეებს ქართული თაფლი ექსპორტზე ვერ გააქვთ, რადგან საქართველოში არ ხდება თაფლის ხარისხის კონტროლი და არ არსებობს შესაბამის ლაბორატორია, რომელიც პროტუქტს ხარისხის სერთიფიკატს მიანიჭებს.
„ქრისტიან-დემოკრატები" მოითხოვენ ხალისუფლებამ შექმნას შესაბამისი დონის ლაბორატორიები, რადგან მოხდეს ქართული თაფლის ექსპორტირება და საერთაშორისო ბაზარზე გატანა.
„ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას კონკრეტულ ინიციატივას, იმისათვის, რომ მოხდეს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა აუცილებელია ორი ლაბორატორია მაინც ფუნქციონირებდეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, რომელიც გასცემს შესაბამისი სახის სერთიფიკატს, რაც განაპირობებს ქართული თაფლის საერთაშორისო ბაზარზე გატანას. ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ქართველი მეფუტკრე იქნება ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი პროფესიის მქონე მთელი საქართველოს მასშტაბით" განაცხადა გიორგი თარგამაძემ