"ნებისმიერი ფაქტი, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს მოხდა, პასუხისმგებლობას ვიღებ", _ განაცხადა ივანე მერაბიშვიმა ,,მაესტროსთვის" მიცემულ ინტერვიუში და აღნიშნა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის მსგავსად ბევრი სხვა ისეთი შემთხვევაც მოხდა, რომელიც შსს იმიჯზე დადებითად არ მოქმედებდა.
,,ნებისმიერი ფაქტით, რომლითაც შეილახა საქართველოს მოქალაქის უფლება, ნებისმიერი ფაქტი, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს მოხდა ვიყავი, თუ არ ვიყავი ამაში პირადად ჩართული, ეს ეხებოდა ნებისმიერ თანამდებობის პირს პოლიციაში, ყველაფერ ამ საკითხზე მე ვაგებ პასუხს, ვიღებ პასუხისმგებლობას და მომავალშიც ნებისმიერ ფაქტზე ავიღებ პასუხისმგებლობას და ნებისმიერ შეკითხვას გავცემ პასუხს. სამწუხაროდ, ეს არ იყო მხოლოდ ერთადერთი ფაქტი, რომლითაც ჩევენს სამინისტროზე დადებითად არ მეტყველებდა. სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწია ბევრი ასეთი მძიმე გადაწყვეტილების მიღება, ასეთი ფაქტები უამრავი იყო. თუმცა სწორედ ამ გამოცდების ჩაბარების შემდეგ, მივედით იქამდე, მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოს პოლიცია ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს, საქართველოს ქუჩები ყველაზე დაცულია და რაც ყველაზე მთავარია საქართველოს მოქალაქეები მთელი ევროპის მასშტაბით თავს გრძნობენ ყველაზე დაცულად", - განაცხადა მერაბიშვილმა.