დღეს, 11 ივლისს, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" "ფესტივალ რესტორაცია - დივანში" ახალი წიგნის "სტალინის დედის მოგონებები" _ პრეზენტაციას გამართავს.
გამოცემაში მოთავსებული დოკუმენტური მასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივშია დაცული და ისტორიული მნიშვნელობისაა.
წიგნს ერთვის მდიდარი ფოტომასალაც, რომელიც მკითხველს "წითელი მეფის", მისი ოჯახისა და უახლოესი წრის შესახებ დამატებით ცნობებს მიაწვდის.