NDI-ის კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მეტ-ნაკლებად კარგად ჩატარდება. რესპოდენტთა 17%-ის აზრით, არჩევნები ნაწილობრივ გაყალბდება, 13% მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნმები ძალიან კარგად ჩატარდება, ხოლო რესპოდენტთა 23%-მა არ იცის, როგორ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები.
შეგახსენებთ, რომ კვლევას, რომელიც NDI-მ წარმოადგინა, აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).