NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დემოკრატია გამოკითხულთა 59%-ისთვის სიტყვის/მედიის თავისუფლებასა და განსხვავებული აზრის მოსმენასთან ასოცირდება.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დასმულ კითხვაზე - რას ნიშნავს თქვენთვის დემოკრატია? - გამოკითხულთა 59%-ს დემოკრატია სიტყვის/მედიის თავისუფლებასა და განსხვავებული აზრის მოსმენასთან ასოცირდება, 36%-ისთვის - თანასწორობა კანონის წინაშე/სამართლიანობის დაცვასთან, ხოლო 30%-ისთვის - დემოკრატია ადამიანის უფლებების დაცვასთან.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევა საქართველოს მასშტაბით, 4 ივნისიდან 22 ივნისის პერიოდში, 6,299 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.