NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კითხვაზე - ვისი აზრია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩათვალოთ არჩევნები კარგად ჩატარდა? - გამოკითხულთა 27% უცხოელი დამკვირვებლების აზრს ენდობა, 41% უპრატესობას საკუთარ მოსაზრებას ანიჭებს, 29% კი მის ირგვლივ მყოფი ხალხის აზრსს.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევა საქართველოს მასშტაბით, 4 ივნისიდან 22 ივნისის პერიოდში, 6,299 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.