სს "ქართუ ჯგუფი" არ გაყიდულა, რადგანაც ელექტრონულ აუქციონზე "ქართუ ჯგუფის" შეძენის სურვილი ოფიციალურად არავის დაუფიქსირებია.
"ქართუ ჯგუფის" საწყისი ღირებულება 75 მლნ 940 ათას 330,50 ლარად იყო განსაზღვრული და ვაჭრობა ზუსტად 18:00 საათზე შეწყდა.
ამ დროისათვის არავინ დაინტერესებულა არც "პროგრეს ბანკის" წილის შეძენით. ბანკზე ვაჭრობა ოფიციალურად 19:00 საათზე შეწყდება. "პროგრეს ბანკის" წილის საწყისი ღირებულება 1 მლნ 783 ათას 249 ლარია.
როგორც ცნობილია, აღსრულების ეროვნული ბიურო სს "ქართუ ჯგუფის" აქციათა 100% -ს და სს "პროგრეს ბანკში" აქციათა 21,71450%-ის გასხვისებას დღეისთვის დაგეგმილ აუქციონებზე გეგმავდა.