კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოში მყოფმა ეუთოს გენერალურმა მდივანმა პირველი ოფიციალური შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართა.
საუბრის მთავარი თემა წინასაარჩევნო პროცესი და არჩევნები იყო. ლამბერტო ზანერი პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსაც შეხვდება. გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტამდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ტერმინი "ოკუპაცია" პირველად ჩაიწერა.