,,დემოკრატიული მოძრაობა" შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი საარჩევნო გარემოს გამო და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საარჩევნო გარემო სულ უფრო მძიმდება და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მომავალი საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისათვის. ამის დასტურია თუნდაც ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის მიერ დასახელებული ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელიც რეალურ ციფრს მილიონამდე ამომრჩევლით აღემატება. ასევე ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს „ამომრჩეველთა ლიგის" მიერ ჩატარებული ალტერნატიული კარდაკარის მხოლოდ ერთი კვირის მონაცემები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო კომისიის მიერ ჩატარებული კარდაკარის მონაცემებსა და რეალურ მგდომარეობას შორის 17% პროცენტიანი ცდომილებაა, _ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ „მასთ ქერის" პორინციპის განხილვა და მიღება იმის დასტური იყო, რომ ქვეყანაში მედიათავისუფლება პრაქტიკულად არ არსებბობს, მცირედი გამონაკლისების გარდა, რომლებიც ნაციონალურ არხებთან შედარებით მწირი რესურსისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა ზეწოლის პირობებში ვერ უზრუნველყოფენ მოსახელობის ფართო მასებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას. ხელისუფლება საერთო ნაციონალური არხებით კვლავაც წარმატებით ეწევა ტყუილის პროპაგანდას, შავ პიარსა და ცილისწამებას რეალურ ოპოზიციურ ძალებზე და საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ვირტუალური კეთილდღეობის რეალობაში აცხოვრებს, _ ნათქვამია ,,დემოკრატიული მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც განმარტებულია, რომ პარტიის წევრების გაკვირვებას იწვევს ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დუმილი მაჟორიტარებისათვის არსებულ ბარიერის პროცენტულ ნორმასთან დაკავშირებით. 2009 წლის ადგილობრივი თვითმმარელობის შედეგებმა აჩვენა, რომ „დემოკრატიული მოძრაობა" , მიუხედავად იმისა, რომ არ იღებდა მონაწილეობას არჩევნებში, იყო მართალი, როდესაც მოუწოდებდა ოპოზიციურ ძალებს არ დაეთმოთ პოზიციები 50%-იან ბარიერთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ბატონი ჯონ ბასი აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებობს სამართლებრივი ჩარჩო დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის და პოლიტიკური კონკურენციისათვის. სამართლებრივი ჩარჩო თავისუფალი არჩევნების ჩატარებისათვის საბჭოთა კავშირშიც არსებობდა, მაგრამ საზოგადოებამ კარგად იცის თუ როგორი „თავისუფალი არჩევნებს" ატარებდა კომუნისტური ხელისუფლება", _ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
„დემოკრატიული მოძრაობა" სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო კრიტიკულია და ბოლო დროს გატარებული სამთავრობო ცვლილებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლებაში მყოფი გუნდი არსად წასვლას არ აპირებს და ყველაფერზე წავა საკუთარი რეჟიმის გახანგრძლივებისათვის", _ ნათქვამია განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ „დემოკრატიოულმა მოძრაობამ" უკვე მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩვნო სუბიექტად დარეგისტრირების მოთხოვნით და დაწყებულია არსებული პროცედურისათვის საჭირო კანონით განსაზღვრული მოქმედებები, მათ შორის ხელმოწერების შეგროვებაც.
მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის 21 მაისს "სახალხო კრების" აღმასრულებელი.
„დემოკრატიული მოძრაობა" სერთაშორისო ორგანიზაციებს რეგირებისკენ მოუწოდებს.
,, ,,დემოკრატიული მოძრაობა" კიდევ ერთხელ მიმართავს საერთაშორისო საზოგადეობრიობას, რომ ჯერ სანამ კიდევ არის დრო, მოახდინოს ზეწოლა ხელისუფლებაზე დასავლური ნორმების შესაბამისი საარჩევნო გარემოს უზრუნელსაყოფად", _ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.