NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 54%-მა არ იცის თუ როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი. კითხვაზე როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი? რესპოდენტთა 54%-მა არ იცის, 9% მიიჩნევს, რომ მომავალ წელს, 25%-ის აზრით კი 2014 წელს, ან შემდეგ, ხოლო გამოკითხულთა 10% მიიჩნევს, რომ არასოდეს.
შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები საქართველოს მასშტაბით, 4 ივნისიდან - 22 ივნისის პერიოდში, 6,299 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.