საქართველოს პრეზიდენტმა მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ ფილატს ყვარელში საკუთარ კარ-მიდამოში უმასპინძლა. პ
რეზიდენტის ,,ფეისბუკის" გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით შეხვედრა არაფორმალურ გარემოში გაიმართა.
მიხეილ სააკაშვილმა განცხადებაც გააკეთა საქართველოს მიღწევებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, იმ ლიდერთა რიცხვს, რომლებიც ერთხმად აღნიშნავენ იმას, რომ საქართველო არაკორუმპირებული და უსაფრთხო ქვეყანაა, მოლდოვის პრემიერ-მინისტრიც შეემატა.