თბილისის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატი" დეპუტატი ზაზა გაბუნია თბილისში მოსალოდნელი უხვნალექიანობის გამო პრევენციული ღონისძიებეის გატარებას ითხოვს.
დეპუტატის თქმით, აქამდე თბილისის შესაბამისი სამსახურები პოსტფაქტუმ, მომხდარი მოვლენის შემდგომ რეაგირებდნენ, რაც ნაკლებ ეფექტურია და საჭიროა პრევენციული ღონისძიებების მიღება რომ 12 მაისის ღამის მსგავსად არ განვითარდეს მოვლენები.
ამისთვის ზაზა გაბუნია ითხოვს, რომ ქალაქის იმ ნაწილში სადაც სანიაღვრე ქსელები გაუმართავია, კრწანისში, ელიას მთის დასახლებაში, მთაწმინდის ზედა ნაწილში, ჩუღურეთში და სხვა რაიონებში, წინასწარ განთავსდეს სამაშველო ჯგუფები, საჭიროების შემთხვევაში სწრაფი რეაგირებისთვის. ამასთან, გაბუნია ითხოვს რომ უსაფრთხოების მიზნით, საცხოვრებლად საშიში, მესამე კატეგორიის ავარიული სახლებიდან გაყვანილ იქნას მოსახლეობა.