საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2012 წლის 23 აგვისტოდან მსოფლიოსა და საქართველოს წამყვან არქიტექტურულ ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებთან ერთად აწყობენ ახალგაზრდა არქიტექტორებისა და სტუდენტების სპეციალიზაციის თოთხმეტდღიან სკოლა-მასტერკლასებს.
მასტერკლასები ქ. ბათუმში 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.