,,ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას გეგმავს. როგორც ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა შეხვედრის ზუსტი დრო და თარიღი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
,,გიდასტურებთ, რომ ქალბატონი სალომე თბილისში იმყოფება და ალბათ შეხვედრა გაიმართება ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ქალბატონი სალომეს გეგმების შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ ის, რომ ჩვენ მასთან მჭიდრო თანამშრომლობა გვინდა და შეხვედრა გაიმართება, შემიძლია დაგიდასტუროთ. თუმცა ზუსტი დრო და თარიღი ჯერჯერობით არ შემიძლია გითხრათ", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.