საქართველოს პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას კრასნოდარის მხარეში სამაშველო ჯგუფის გაგზავნისა და ჰუმანიტარული დამხმარების აღმოჩენის მზადყოფნის შესახებ, საქართველოს შსს განცხადება მოჰყვა.
”შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურმა მიიღო დავალება რის საფუძველზეც ჩვენი მაშველები მზად არიან, რუსეთის ფედერაციაში, კრასნოდარის მხარეში მომხდარ წყლალდიდობასთან დაკავშირებით, გაფრინდნენ ან გაემგზავრნონ ზღვით რათა ადგილზე გაუწიონ დახმარება წყალდიდობით დაზარალებულ მოსახლეობას.ასევე მზად ვართ ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად”, - ნათქვამია შსს განცხადებაში.