ქართული მხარე მზადაა, კრასნოდარში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნოს, - ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა.
მისივე თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო უწყებას შესაბამისი ინსტრუქციები უკვე მიღებული აქვს.
"ქართული მხარე მზად არის გაგზავნოს ჰუმანიტარული დახმარება. შესაბამისი ინსტრუქციები უკვე მიღებული აქვს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე საგარეო უწყებას"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესპიკერმა.
შეაგხსენებთ, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კრასნოდარში წყალდიდობას 150 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავებულია. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 ივლისი რუსეთის მთელ ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოაცხადა.