საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კრასნოდარის მხარეში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მზადყოფნას გამოთქვამს, ქართული სამაშველო ჯგუფი გააგზავნოს. პრეზიდენტის ინიციატივის შსახებ განცხადება მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა.
"უპირველესად, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა იმ ტრაგედიის გამო, რომელიც რუსეთში. კერძოდ კრასნოდარის მხარეში დატრიალდა და პრეზიდენტის სახელით მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ასევე მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, ქართველი სამაშველო ჯგუფები უკვე სრულ მზადყოფნაშია იმისათვის, რომ გაემგზავრონ ჰაერით ან ზღვით, მიიღონ მონაწილეობა სამაშველო სამუშაოებში, რომლებიც უკვე მიმდინარეობს სტიქიური უბედურების ზონებში", - განაცხადა მანჯგალაძემ.