საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კრასნოდარის მხარეში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
"უპირველესად, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა იმ ტრაგედიის გამო, რომელიც რუსეთში. კერძოდ კრასნოდარის მხარეში დატრიალდა და პრეზიდენტის სახელით მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა.