გარდაცვლილი პატიმრის მიხელ ბაზაზიანის ოჯახისწევრები მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ.
მათივე თქმით, 21 წლის გარდაცვლილს სხეულზე სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება.
,,ღამის 12 საათზე გლდანის საავადმყოფოდან დაგვირეკეს და მითხრეს, რომ ბავშვი გულის შეტევით გარდაცვალა და რომ ექსპერტიზა უკვე ჩაუტარეს. სასახლე და ყველაფერი რახან პატარა ბიჭი იყო შეეცოდათ და თვითონ გაუკეთეს, მაგრამ არ ვენდობით მთავრობის პასუხს", - აცხადებენ ოჯახის ახლობლები.
მათივე თქმით, ექსპერტიზის დასკვნაში, "რაც აწყობთ ის ჩაწერეს".
გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ რომ პატიმარი არის მოკლული.
შეგახსენებთ, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრის გარდაცვალების მიზეზი გულსისღლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა.