შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს ექვსი მოადგილე ეყოლება. საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში შესული შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვით, ახალ მინისტრს ეყოლება პირველი მოადგილე და ხუთი მოადგილე, რომელთაგან ერთი ასევე, იმავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი იქნება.
დღემდე მინისტრს ჰყავდა პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე, რომელთაგან ერთი იმავდროულად სასაზღვრო პოლიციის უფროსი იყო.