რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კრასნოდარის მხარეში წყალდიდობის შედეგად ადამიანების დაღუპვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
გავცელებული ინფორმაციით საქმე აღიძრა რუსეთის სსკ-ს 109-ეე მუხლის მესამე ნაწილით (სხვისი სიცოხცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობის შედეგად).
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინიტროს ბოლო მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად 146 ადამიანი დაიღუპა. 12 ათასზე მეტი დაზარალებულად ითვლება.
სამედიცინო დახმარებისთვის ექიმებს 320-მა ადამიანმა მიმართა, მათ შორის 48 ბავშვია.
კოკისპირული წვიმების შედეგად ქალაქებში: გელენჯიიკი, კრიმსკი, ნოვოოროსიისკში, ასევე დასახლებულ პუნქტებში დივნომორსკოე, ნიჟნებანანსკაია, ნებერდჟაევსკაია და კაბარდინკა 5 ათასზე მეტი სახლი დაიტბორა.