რუსი მომლოცველების ავტობუსი უკრაინაში ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა. ბოლო მონაცემებით დაღუპულია რუსეთის 14 მოქალაქე, დაჭრილია 20 ზე მეტი ადამიანი.
სამგზავრო ავტობუსი "Scania" ფსკოვის ქალაქ ველიკიე ლუკიდან უკრაინაში პეჩოევოს ლავრის მონასტერში მიდიოდა. მომლოცველებით სავსე ავტობუსი გზატკეცილზე ამოტრიალდა. ინფორმაციას გარდაცვლილთა და დაჭრილთა რაოდენობის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო ავრცელებს.
დაჭრილები და გარდაცვლილები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი. ავტოსაგზაო შემთხვევის ზუსტი მიზეზი ჯერ ჯერობით უცნობია. ცნობილია მხოლოს ის, რომ გაურკვეველი მიზეზების გამო ავტობუსმა ორმაგი ღერძულა ხაზი გადაკვეთა, საწინააღმდეგო მიმართულების ზოლზე გადავიდა და ამოტრიალდა და ავტობუსის ზედა სართულზე მსხდომი ადამიანები ქვეშ მოიყოლა. სულ ავტობუსში 45 ადამიანი იმყოფებოდა.