დღეს, 7 ივლისს, 19:00 საათზე, შარდენის ბაღში იმართება Tbilisi Beer Fest-ის წინასაფესტივალო ღონისძიება. ღონისძიებაზე დაუკრავს ბენდები; 20 მომსახურე პერსონალი მოსახლეობას ამცნობს ლუდის ფესტივალის მოახლოებას. დარიგდება საფესტივალო აქსესუარები და საინფორმაციო ბროშურები.
თბილისის ლუდის ფესტივალი გაიმართება 14 და 15 ივლისს ვარდების რევოლუციის მოედანზე. მესამე, ყველაზე, მასშტაბურ ლუდის ფესიტვალს ამიერკავკასიაში ლუდსახარში ნატახტარი წარმოადგენს, ფესტივალს მხარს უჭერს ქალაქ თბილისის მერია.