დამწვრობის ცენტრში ქიმიური დამწვრობით 4 წლის ბიჭი მოათავსეს.
როგორც ცენტრის ექიმმა მერაბ ჯანჯღავამ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ბავშვმა დამწვრობა ეზოში თამაშისას მიიღო. მან ბოთლიდან ჯერ-ჯერობით დაუდგენელი სითხე გადაისხა.
"მოზარდს დამწვრობა თავისა და სახის არეში აღენიშნება. მისი მდომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია", - განაცხადა ჯანჯღავამ.
მოზარდი სტაციონარში რჩება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.