ლილოში, ქლორით მოწამლული, 18 წლის ლაშა ნარიმანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს.
"მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. პაციენტი სტაციონარში შემოყვანის დროიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" კლინიკაში.
დღევანდელი მონაცემებით, სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებებში ქლორით მოწამლული 17 ადამიანი რჩება. 16-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, რომ ლილოში შპს კრისტალის ტერიტორიაზე ქიმიური ავზი მწყობრიდან გამოვიდა და თხევადმა ქლორმა გაჟონა. დაზარალდნენ მიმდებარე კორპუსებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაზარალებულია 80 ადამიანი, რომელთა შორის 20 ბავშვია და 1 ორსული.