დღეს, 6 ივლისს, 10 საათიდან 16 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის, მოლითის, გოგაშენის, იფნევის, ერისთავის, ჩარგლის, გუდამაყრის და სიხარულიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება თემქის III მიკრორაიონის II კვარტლის, ლიახვის და ბჟოლეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება გლდანის VII, VIII მიკრორაიონების და ქერჩის ქუჩის მცხოვრებლებს. ხოლო გლდანის V მიკრორაიონების და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 10 საათიდან 13 საათამდე.
10 საათიდან 18 საათამდე დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება დიღმის მასივის I კვარტლის მცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება დმანისის, ალადაშვილის და მთავარანგელოზის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 14 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის რუსთაველის და ყაზბეგის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 14 საათამდე კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ვეკუას, ბარათაშვილის და ვაჩნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 18 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ვაშლიჯვრის დასახლების მცხოვრებლებს.