ცეცხლსასროლი იარაღით 50 წლის მამაკაცი ხვიჩიასა და საბურთალოს ქუჩების კვეთაზე დაჭრეს. Mმას ორი ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს შელაპარაკება რამდენიმე ადამიანთან ჰქონდა, რის შემდეგაც დაზარალებულს ცეცხლი გაუხსნეს.
გასროლილი ტყვია ახლოს მდგარ მანქანასაც მოხვდა. დაზარალებული სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ოპერაცია უტარდება.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.