პაკისტანში ბრბომ ძალით პოლიციის განყოფილებიდან ადამიანი გაიყვანა, რომელსაც მკრეხელობა ედებოდა ბრალად და იგი დაწვა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. მამაკაცი პირდაპირ პოლიციის განყოფილებიდან გამოიყვანეს. მას ყურანის დაწვა ედებოდა ბრალად. მოწმეთა განცხადებიტ ეგზეკუციის თვითმხილველი ასობით ადამიანი იყო.
პოლიციელებმა ამ საქმეზე გამოძიების დაწყებაც კი ვერ მოასწრეს.
პოლიციის წარმომადგებლები უშედეგოდ ეცადნენ ბრბოს დამშვიდებას. მათ ცრემლსადენი გაზიც კი გამოიყენეს მას შემდეგ რაც ბრბომ პოლიციის განყოფილებაზე იერიში მიიტანა. რამდენიმე პოლიციელი დაიჭრა.
ბრბომ პოლიციის განყოფილებასთან მისასვლელი გზა გადაკეტა, იმისათვის რათა პოლიციის დასახმარებლად დამატებითი ძალა არ მოსულიყო.
"ჩვენ ძალიან ცოტა ვიყავით, ისინი კი ძალიან ბევრი. ისინი ყველა განრისხებულები იყვნენ და შედეგად მათ მამაკაცის განყოფილებიდან გაყვანა შეძლეს", _აცხადებენ პოლიციელები.
ბრბომ მამაკაცი იმ ადგილზე წაიყვნა, სადაც მან თითქოს ყურანი დაწვა, მას ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.
პოლიცია ასევე აცხადებს, რომ დაკავებული მამაკაცი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო. მათი თქმით, მან არ იცოდა რა ხდებოდა, ვინაიდან კამერაში ყოფნის პერიოდში იგი გამუდმებით იცინოდა და მღეროდა. მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, თუმცა არავინ დაუჭერიათ.