გასული წლის მარტში იაპონიაში, "ფუკუსიმას" ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარია მრავალი შეცდომისა და გულგრილობის შედეგი იყო. ამის შესახებ იაპონიის პარლამენტის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მოხსენებაშია აღნიშნული, რომელმაც ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ინცინდენტის გამოძიება ჩაატარა.
დოკუმენტში პასუხისმგებლობა მოხდარიზე უკავშირდება არა მხოლოდ მიწისძვრას და ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე თავსდამტყდარ ცუნამის , არამედ "ადამიანურ ფაქტორსაც".
"ნათელია, რომ უბედურების მიზეზი გახდა ადამიანური ფაქტორიც. მთავრობას, ზედამხედველ ორგანოებს და ოპერატორ კომპანიას "ტეპკოს" არ აღმოაჩნდა პასუხისმგებლობის გრძნობა ადამიანებისა სიცოცხლისა და საზოგადეოების წინაშე", _ აცხადებენ მოხსენების ავტორები.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 11 მარტს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად 15800 ადამიანი დაიღუპა და სამი ათასზე მეტი დაკარგულად ითვლება.
სტიქიურმა უბედურებამ ტექტონიკური კატასტროფის პროვოცირება გამოიწვია.