"42 ე მუხლს" მიაჩნია, რომ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა, საფრთხე იქმნება იმისა, რომ მთავრობის პასუხისმგებლობის ხარისხი დაიწევს, რაც საბოლოო ჯამში, დააქვეითებს მის ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე.
"შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით, დღემდე მთავრობის სხდომა უფლებამოსილად მიიჩნეოდა, თუკი, 16 მინისტრიდან მონაწილეობას იღებდა მინიმუმ 9 მაინც, ხოლო გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო მინიმუმ 6 მინისტრის თანხობა. შემოთავაზებული ინიციატივით მთავრობას ენიჭება ამ წესის შეცვლის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობას აბსოლიტური უფლებამოსილება ენიჭება, მთავრობის სახელით, მიიღოს გადაწყვეტილება ორი მინისტრის მონაწილეობითაც კი.
საქართველოს მთავრობა შემოთავაზებულ ინიციატივას განმარტავს აპარატის მოქნილობისა და მისი საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მაშინ, როდესაც მოქმედი კანონით, მთავრობა ვალდებულია შეიკრობოს თვეში ერთხელ, ხოლო რეგლამენტით, როგორც წესი, კვირაში ერთხელ იკრიბება, რაც უფრო ზრდის პასუხისმგებლობას, ამცირებს თვითებობის ხარისხს და ვერ შეუშლის ხელს მთავრობის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვას", - ნათქვამია "42 ე მუხლის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.