პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის განცხადებით, ოქტომბრის არჩევნებში ევროპელი დამკვირვებლები შეძლებისდაგვარად დიდი რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილი. ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპეისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბაქრაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე სამი ძირითადი თემა იყო განხილული. კერძოდ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქართულ-რუსული ურთიერთობები და ოქტომბრის არჩევნები.
"კიდევ ერთხელ შევთანხმდით იმაზე, რომ საქრთველოს ევროპული ინტერგაცია შედის როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის ინტერესებში. ვისაუბრეთ ქართულ-რუსულ ურთიერთობებსა და იმ განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც ევროკავშირის მონიტორინგის მისია ასრულებს საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. არჩევნებისთვის მზადებასთან დაკავშირებით, პოზიცია ორივე მხრიდან იყო იდენტური. აუცილებელია ვითანამშრომლოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არჩევნებმა ჩაიაროს დემოკრატიულად და თავისუფლად", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ კმაყოფილია ევროკავშირის გადაწყვეტილებით, დააფინანსოს საქართველოში მიმდინარე მედიამონტორინგის პროცესი.
მისი თქმით, ევროპელი დამკვირვებლები შეძლებისდაგვარად დიდი რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილი, როგორც საარჩევნო კამპანიის პროეცესში, ასევე თვითონ არჩევნების დღესაც.