4 ივლისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 12 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სახელმწიფო ობლიგაციები, დაფარვამდე დარჩენილი ვადით 1441 დღე.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 38 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.93 პროცენტით, მაქსიმალური - 7.94 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.94 პროცენტით განისაზღვრა.