რუსეთის დუმის დეპუტატი, "ეფ-ეს-ბეს" ყოფილი თანამშრომელი ანდრეი ლუგოვოი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, იასირ არაფატისა და ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობა ერთმანეთთან კავშირში იყოს.
"თუ დადასტურდებ, რომ პალესტინი ყოფილი ლიდერი იასირ არაფატი პოლონიუმით არის მოწამლული, აუცილებელი იქნება საერთაშორისო გამოძიების ჩატარება, სადაც 2006 წელს ლონდონში გარდაცვლილი "ეფ-ეს-ბეს" ყოფილი თანამშროლის, ალექსანდრე ლიტვინენკოს სიკვდილიც იქნება გათვალისწინებული. როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში, პოლონიუმის არსებობა ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია",_ განაცხადა ლუგოვოიმ.
მისი თქმით, ასევე საინტერესოა თავად მოვლენების ფაქტი - "არაფატი 2004 წლის ნოემბერში მოკვდა, ლიტვინენკო კი - 2006 წლის ნოემბერში".
"არაერთგზის განმიცხადებია, რომ არც რუსეთი და არც მე ლიტვინენკოს მკვლელობაში გარეულნი არ ვართ და გამუდმევით ვითხოვდი და ვითხოვ ლიტვინენკოს გარდაცვალების მიზეზების საერთაშორისო ექსპერტიზას", _ აცხადებს ლუგოვოი და აღნიშნავს, რომ შემთხვევითი სულაც არ არის ის, რომ ბრიტანულმა მხარემ "ლიტვინენკოს გარდაცვალების გარემოებების გასაიდუმლოება მოახდინა".
შეგახსენებთ: ტელეარხმა "ალ-ჯაზირამ" გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექპერტიზამ არ გამორიცხა, რომ პალესტინის ყოფილი ლიდერი იასირ არაფატი პოლონიუმით იყოს მოწამლული. მათი ინფორმაციით, ამჯამად არაფატის ცხედრის ექსჰუმაცია იგეგმება.