ელენე ახვლედიანის სურათს, "სასიყვარულო სამკუთხედს", კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც მის მფლობელს, ფიზიკურ პირს, ნ. რატიანს, მისი თავისუფლად გადაადგილების, თუნდაც ქვეყნიდან გატანის უფლებას აძლევს.
"სასიყვარულო სამკუთხედი" ელენე ახვლედიანის მიერ პარიზში 1926 წელსაა შესრულებული.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №3/216 ბრძანებულებაში აღნიშნულია: "დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს, ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, აღნიშნული სურათისთვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ მონაცემების ძეგლების სახელმწიფო რეესტრსა და სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა".