ქლორით მოწამლული 18 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მაღალტექნოლოგიურ საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, კლინიკაში ამ დროისათვის 20 პაციენტი რჩება, რომელთაგან 18 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ერთის ნაკლებად მძიმე. ორივე მათგანი რეანიმაციაში რჩებიან.
თბილისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსის მამუკა ქაცარავას ინორმაციით, 18 წლის ახალგაზრდა კომატოზურ მდგობარეობაშია და პროგნოზი არასაიმედოა. მისივე თქმით, კლინიკაშ გადაყვანის დროს პაციენტს გაუჩერდა გული, თუმცა კლინიკაში მოხერხდა რეანიმაცია და გულის ამუშვება.
"იმის გამო, რომ ტვინი გარკვეული პერიოდის განმავობაში იმყოფებოდა იშემიაში მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და ჩამოყალიბდა ღრმა კომა და პროგნოზი ჯერჯერობიღ არასაიმედოა", - განაცხადა ქაცარავამ და აღნიშნა, რომ თუ ტვინის სიკვდილი არ დაფიქსირდა ექიმები მის გადარჩენას შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ ლილოში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქიმიური ავზი მწყობრიდან გამოვიდა და თხევადმა ქლორმა გაჟონა. დაზარალებულები არიან მიმდებარე კორპუსებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გაჟონვა მოხდა 800-ლიტრიანი ქიმიური ავზიდან, რომელსაც ონკანი მოძვრა. დაზუსტებული ინფორმაციით, დაზარალებულია 56 ადამიანი, რომელთა შორის 20 ბავშვია და 1 ორსული. 18 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა განსაკუთრებულად კრიტიკულია. სპეციალისტების ინფორმაციით, ლილოში მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს. 800-ლიტრიან ქიმიურ ავზს დაზიანებული ონკანი გამოუცვალეს და უსაფრთხო ადგილზე გადააქვთ.
ქლორის გაჟონვის გამო შესაბამისმა სამსახურებმა ჰაერის მდგომარეობაზე ტესტი ჩაატარეს. ტესტმა აჩვენა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერი ნორმის ფარგლებშია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
დაზარალებულები ქვეყნის პრეზიდენტმა მოინახულა.