ლილოში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქიმიური ავზიდაბ გაჟონილი ქლორით 36 ადამიანის მოიწამლა, რომელთაგან 20 ბავშვია და 1 ორსული. დაზარალებულები მიმდებარე კორპუსებში მცხოვრები ადამიანები არიან.
დაზარალებულები ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მოინახულა. მინისტრის თქმით, რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებულიპაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"კლინიკაში ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელა. მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი მდგომარეობა დასტაბილურდეს", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლილოში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქიმიური ავზი მწყობრიდან გამოვიდა და ქლორმა გაჟონა. დაზარალებულები არიან მიმდდებარე კორპუსსებში მცხოვრები ადამიანები. დაზარალებულები რეფერალურ საავადმყოფოსსა და ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, გაჟონვა მოხდა 800-ლიტრიანი ავზიდან.
"გაჟონვა მოხხდა 800-ლიტრიანი ავზიდან, რომელიც საბედნიეროდ სავსე არ იყო. ავზს მოძვრა ონკანი და დაიწყო გაჟონვა. დაზარალებულები ძირითადად მიმდებარე კორპუსებში მაცხოვრებლები არიან", - განაცხადა გიორგაძემ.
გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ სასუნთქი გზების მსუბუქი დაზიანება მიიღო ადგლზე მისულმა საგანგები სიტუაციათა სამსახურის ერთმა თანამშრომელმა, რომელიც ამჟამად თავს უკეთ გრძნობს.