ლილოში მდებარე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განყოფილებაში ქლორის გაჟონვის გამო შესაბამისმა სამსახურებმა ჰაერის მდგომარეობაზე ტესტი ჩაატარეს. ისან-სამგორის რაიონის გამგებელის თემურ გრიგალაშვილის ინფორმაციით, ტესტმა აჩვენა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერი ნორმის ფარგლებშია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ ქიმიური ავზიდან გაჟონილი ქლორით 12 ადამიანი მოიწამლა. 9 მოთავსებულია რეფერალურ საავადმყოფოში 3 - ინგოროყვას კლინიკაში. დაზარალებულები მიმდებარე კორპუსებში მცხოვრები ადამიანები არიან.
დაზარალებულები ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მოინახულა. მინისტრის თქმით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, რომ ლილოში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქიმიური ავზი მწყობრიდან გამოვიდა და ქლორმა გაჟონა. დაზარალებულები არიან მიმდდებარე კორპუსებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც რეფერალურ საავადმყოფოსსა და ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. გაჟონვა მოხდა 800-ლიტრიანი ქიმიური ავზიდან, რომელსაც ონკანი მოძვრა.