ლილოში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქიმიური ავზიდაბ გაჟონილი ქლორით 12 ადამიანი მოიწამლა. 9 მოთავსებულია რეფერალურ საავადმყოფოში 3 - ინგოროყვას კლინიკაში. დაზარალებულები მიმდებარე კორპუსებში მცხოვრები ადამიანები არიან.
დაზარალებულები ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მოინახულა. მინისტრის თქმით, რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებული ცხრავე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"კლინიკაში ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელა. მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი მდგომარეობა დასტაბილურდეს", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლილოში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქიმიური ავზი მწყობრიდან გამოვიდა და ქლორმა გაჟონა. დაზარალებულები არიან მიმდებარე კორპუსებში მცხოვრები ადამიანები. დაზარალებულები რეფერალურ საავადმყოფოსა და ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, გაჟონვა მოხდა 800-ლიტრიანი ავზიდან.
"გაჟონვა მოხხდა 800-ლიტრიანი ავზიდან, რომელიც საბედნიეროდ სავსე არ იყო. ავზს მოძვრა ონკანი და დაიწყო გაჟონვა. დაზარალებულები ძირითადად მიმდებარე კორპუსებში მაცხოვრებლები არიან", - განაცხადა გიორგაძემ.
გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ სასუნთქი გზების მსუბუქი დაზიანება მიიღო ადგლზე მისულმა საგანგები სიტუაციათა სამსახურის ერთმა თანამშრომელმა, რომელიც ამჟამად თავს უკეთ გრძნობს.