ლილოში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქიმიური ავზი მწყობრიდან გამოვიდა და ქლორმა გაჟონა. დაზარალებულები არიან მიმდებარე კორპუსებში მცხოვრები ადამიანები.
დააზარალებულები რეფერალურ საავადმყოფოსა და ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორრც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, გაჟონვა მოხდა 800-ლიტრიანი ავზიდან.
"გაჟონვა მოხდა 800-ლიტრიანი ავზიდან, რომელიც საბედნიეროდ სავსე არ იყო. ავზს მოძვრა ონკანი და დაიწყო გაჟონვა. დაზარალებულები ძირითადად მიმდებარე კორპუსებში მაცხოვრებლები არიან", - განაცხადა გიორგაძემ.
გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ სასუნთქი გზების მსუბუქი დაზიანება მიიღო ადგლზე მისულმა საგანგები სიტუაციათა სამსახურის ერთმა თანამშრომელმა, რომელიც ამჟამად თავს უკეთ გრძნობს.