მთავრობის ახალ შემადგენლობასა და ახალი სამთავრობო პროგრამას პარლამენტი ნდობას დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გამოუცხადებს.
მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში პრემიერის შეცვლისა და ამ თანამდებობაზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის წარდგენის გამო დადგა.
პრემიერის გარდა, მთავრობაში რამდენიმე ცვლილება კიდევ განხორციელდება. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია წარდგენილი, თავდაცვის მინისტრის პოსტზე - დიმიტრი შაშკინი, განათლების მინისტრის - ხატია დეკანოიძე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პოსტზე კი - დალი ხომერიკი.
ამასთან, იქმნება დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელსაც პაატა ტრაპაიძე უხელმძღვანელებს.