პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ივაე მერაბიშვილი ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ ზურაბ ჭიაბერაშვილს მას მერე დაემუქრა, რაც მან ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვაზე პასუხის გაცემა არ აცალა.
ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" წევრებთან შეხვედრაზე, ფრაქციის წევრმა პაატა დავითაიამ მერაბიშვილს მოუწოდა რეფერალური პროგრამა კვლავ ჯანდაცვის სამინისტროში დააბრუნოს, რადგან ოპერაციების დაფინანსება დროში ჭიანურდება.
"ოპერაციების დაფინანსებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს პრემიერ-მინისტრთან მოქმედი კომისია იღებს, რის გამოც პროცესი დროში ჭიანურდება. ამიტომ, გთხოვთ ეს უფლებამოსილება კვლავ ჯანდაცვის მინისტრს გადასცეთ", - მიმართა მერაბიშვილს დავითაიამ.
კითხვაზე მერაბიშვილის ნაცვლად, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ რეფერალურ პროგრამას ჯანდაცვის სამინისტრო აღარ დაიბრუნებს.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაინტერესდა, თუ რას ნიშნავს ჭიაბერაშვილის ასეთი გამოხმაურება და ხუმრობით ჰკითხა, თუ რამდენი მინისტრის მოხსნა შეეძლება მას პრემიერობის დროს.
ამჟამად მთავრობის განახლებული შემადგენლობა საპარლამენტო უმრავლესობას დახურულ კარს მიღმა ხვდება.