ლაგოდეხის რაიონის სოფელს კაბალში მცხოვრები 50 წლის მამაკაცი მსხალგორის უღელტეხილიდან 30 მეტრის სიმაღლის ხრამში ჩავარდა. მამაკაცს სხეულის მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. მიუვალი ადგილისა და ცუდი ამინდის გამო მაშველებს დაშავებული ხრამიდან ვერ ამოჰყავთ.
„შემთხვევა გუშინ მოხდა. მას სხვა მწყემსებთან ერთად ცხვარი მთაში გადაჰყავდა საძოვარზე, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ხრამში გადაიჩეხა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოვიძახეთ, ვერტმფრენით გვინდოდა მისი ხრამიდან ამოყვანა, თუმცა ნისლისა და ტრანსპორტისთვის მიუვალი ადგილის გამო შემთხვევის ადგილზე ვერ მივიდნენ. დღეს კიდევ შეეცდებიან მამაკაცის ხრამიდან ამოყვანას. მასთან მისი ძმა ჩავიდა და დაშავებულს ის პატრონობს. ლაგოდეხში ახლაც წვიმს და ცუდი ხილვადობაა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ კაბალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ჯემალ ნიაზოვმა.