დეკემბერში East Invest პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ჰოლლანდიელი და ბელგიელი ბიზნესმენები ეწვევიან. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს (ასსპა), დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მათი ვიზიტი აჭარის რეგიონშიც.
შეგახსენებთ, რომ ასსპა-ს აღმასრულებელი დირექტორი 18-22 ივნისს East Invest პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა მივლინებით ბელგიასა და ნიდერლანდებში. აღნიშნული ქვეყნების სავაჭრო პალატებსა და კომპანიებში ვიზიტის დროს ასსპა-ს წარმომადგენელი გაეცნო მათი მუშაობის ძირითად პრინციპებს, კერძოდ თანამედროვე ონლაინ სერტიფიცირების სისტემას, რომელიც ყოველწლიურად უფრო ფა უფრო პოპულარული ხდება ევროპაში.
ონლაინ სერტიფიცირების სისტემა ითვალისწინებს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემას ონლაინ რეჟიმში, როდესაც მეწარმეს თავისი ოფისიდან გაუსვლელად აქვს შესაძლებლობა მიიღოს საქონლის წარმოშობის სერთიპიკატი, რაც მოითხოვს ბევრად უფრო ნაკლებ დროს და დანახარჯებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ქვეყნებში ბიზნეს სუბიექტების 70 პროცენტი სარგებლობს ონლაინ სერტიფიცირების სერვისით.