ტოკიოში მომხდარმა 5,4 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცათამბჯენების რყევა და ჩქაროსნული მატარებლების რეისების გადადება გამოიწვია.
სეისმოლოგების განცხადებით, ეპიცენტრი ტოკიოს ყურეში, 100 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ცუნამის საშიშროება არ არსებობს. სერიოზული ნგრევებისა და დაზიანებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვცელდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს იაპონიაში დამანგრეველი მიწისძვრა უკვე მოხდა, რომელსაც ტანს სდევდა ცუნამი. ფუკუსიმას ატომური ელეტროსადგურიდან რადიაციის დიდი საფრთხეც შეიქმნა. დაიღუპა 15 ატასამდე ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ 1923 წელს ტოკიოში ძლიერ მიწისძვრას 142 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.