თურქეთის პოლიციამ სტამბულში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. დაკავებულებს მაღაზიებიდან სხვადასხვა ნივთების მოპარვაში ედებათ ბრალი.
თურქული მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილებს მოპარული ნივთები მაღაზიებიდან სპეციალური ჩანთებით გამოქონდათ. შესაბამისად, დეტექტორები ვერ ახერხებდნენ დაეფიქსირებინათ ქურდობის ფაქტი.
ქართველები მას შემდეგ დააკავეს, რაც ერთ ერთი მაღაზიიდან 450 აშშ დოლარის ღირებულების ტყავის ქურთული მოიპარეს. ქურდობის ფაქტი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.
სამართალდამცავები დაკავებულების გვარებს არ ახმაურებენ. ვრცელდება მხოლოდ მათი სახელები - 39 წლის დავითი, 47 წლის ტარიელი და 40 წლის დავითი. დაკავებულები სასამართლოს წინაშე უახლოეს დღეებში წარსდგებიან.