პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი ახალი მთავრობის წევრებთან ერთად, დღეს, 3 ივლისს, პარლამენტის სამივე ფრაქციის წევრებს შეხვდება.
როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია „ერთობა სამართლიაბისთვის" წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განუცხადა, მერაბიშვილი, მინისტრობის კანდიდატებთან ერთად ხვალ მათი ფრაქციის გარდა შეხვდებიან „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქრისტიან-დემოკრატების,, წარმომადგენლებს.
მისი განცხადებით, „ერთობა სამართლიაბისთვის,, წევრებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ძალიან ბევრი შეკითხვა ექნებათ.
„პირველ რიგში, დავინტერესდებით თუ რას ნიშნავს 1000-ლარიანი ვაუჩერი და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 4-მილიარდი ლარი. გვაინტერესებს რატომ 4 და არა ვთქვათ, რვა? ასევე დავინტერესდებით, რატომ მოაფიქრდათ დასაქმების უწყების შექმნა" - განაცხადა მან.
არსებული ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილისა და მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრა დღის მეორე ნახევარში გაიმართება, მანამდე კი, ბიუროს რიგგარეშე სხდომაა დანიშნული, სადაც მთავრობისა და მისი პროგრამის წარდგენა მოხდება.